მას შემდეგ რაც პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა, ინფიცირების კოეფიციენტმა იკლო - ტიკარაძე

06 ნოემბერი 2020, 15:37 781 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პირბადეების ტარება მასშტაბურ თავშეყრის ადგილებში სავალდებულო გახდა ინფიცირების კოეფიციენტმა მნიშვნელოვნად დაიკლო.

""ოქტომბრის თვეში, როცა ვაკვირდებოდით ინფიცირების დინამიკას, როცა არ გვყავდა გამოჯანმრთელებული პაციენტების ის რიცხვი, რომელსაც დღეს ვაანონსებთ,  ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი აღემატებოდა 1,79.

მას შემდეგ რაც ჩვენ მოვუწოდეთ მოქალაქეებს და მასშტაბურ თავშეყრის ადგილებში სავალდებულო გავხადეთ პირბადე და ასევე დისტანციური მუშაობა, შედეგად ინფიცირების კოეფიციენტმა მნიშვნელოვნად დაიკლო და შევძელით, დავასტაბილურეთ კოეფიციენტის მაჩვენებელი და ის გახდა 1,26.  ეს არის ძალიან კარგი შედეგი იმ მინიმალური აქტივობებით, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ.

აქციები დღეს ამ დასტაბილურებულ ვითარებას კვლავ რისკის ქვეშ აყენებს, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ ადამიანებს მოვუწოდებთ, ნუ დაარღვევენ იმ წესებს, რომლებიც დღეს არის მოწოდებული"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში