ბაიდენი ჯორჯიის შტატში ლიდერობს

06 ნოემბერი 2020, 15:00 1310 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი ჯორჯიის მერყევ შტატში ლიდერობს, რამაც შესაძლოა მას საბოლოო გამარჯვება მოუტანოს. ამის შესახებ ტელეარხი ფოქს-ნიუსის მონაცემები მეტყველებს. 

ბოლო ინფორმაციით,  ბაიდენს ხმა მისცა 2 მილიონ 449 ათას 371-მა ამომრჩეველმა მისცა, ტრამპმა კი 2 მილიონ 448 ათას 454 ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო.  

ჯორჯიის შტატში გამარჯვებით  ჯო ბაიდენი   საარჩევნო კოლეგიაში  16 ხმას მიიღებს, რაც არჩევნებში საბოლოო გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმას უზრუნველყოფს. ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას  264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 214.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში