საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები

06 ნოემბერი 2020, 18:10 865 ნახვა

მასშტაბური შეკრებების ფონზე დღეს ეპიდემიოლოგებმა აქციის მონაწილეებს სოციალური  დისტანციის დაცვისა და პირბადების ტარებისაკენ მოუწოდეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ სტუდენტების შემდეგ კოვიდ პაცინეტების მართვის პროცესში სავარადუდო პენსიონერი მედიკოსებიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამედიცინო პერსონალის მობილიზების საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საწოლ ფონდს, მინისტრი განმარტავს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი კლინიკების ჩასართავად.  მინისტრმა აქცენტი სამედიცინო რესურსზე გააკეთა და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში