ბათუმის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის და საიას საჩივრებს განიხილავს

07 ნოემბერი 2020, 14:30 1097 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არჩევნებთან დაკავშირებულ  საჩივრებს განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის 6 მაჟორიტარული და 8 პროპორციული უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და შედეგების ხელახალ გადათვლას ითხოვს. 

ორგანიზაციას ბათუმის 79-ე საოლქო კომისიაში 20-მდე შემაჯამებელი ოქმი ჰქონდა გასაჩივრებული. სასამართლოს მიმართა ოპოზიციამაც. გაერთიანებული ოპოზიცია  ბათუმის #79-ე ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების 300 – მდე ოქმს   ასაჩივრებს. ბათუმში 12 საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმების გაბათილებას ითხოვს ასევე  „ლელო საქართველოსთვის„.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში