ოპოზიციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

07 ნოემბერი 2020, 19:48 1183 ნახვა

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ასევე გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი ქობულეთის საოლქო კომისიასთან დაკავშირებით. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი მერაბ ცინცაბაძე  სასამართლოში საოლქო კომისიის  გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომელმაც მის მიერ წარდგენილი საჩივარი არ განიხილა.

ოპოზიცია უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვდა.  ოლქის თავმჯდომარე და იურისტი კი ირწმუნებოდნენ, რომ  მერაბ ცინცაბაძეს კანონით  საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება არ ჰქონდა, რასაც  მოსამართლეც დაეთანხმა.  

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი კი  აცხადებს, რომ ის ოლქში პარტიის ოფიციალური წარმომადგენელი იყო და საჩივრის დაწერის უფლებაც ჰქონდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში