ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის პირები. სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას ელოდება მათგან საქართველოს პრემიერი. “იმედი მაქვს თქვენთან თანამშრომლობის, რომ ჩვენი პარტნიორობა და კავშირები უფრო ძლიერი და ღრმა გახდება”- წერია სალომე ზურაბიშვილის მილოცვაში. ურთიერთობის განმტკიცებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე აკეთებს აქცენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე.