“არავის არ ეზღუდება გადაადგილება, ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს” კონსტანტინე ანანიაშვილი

08 ნოემბერი 2020, 22:11 2211 ნახვა

არავის არ ეზღუდება გადაადგილება, ჯერ-ჯერობით ადგილზე მშვიდი ვითარებაა, - აცხადებს ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი.

"არავის არ ეზღუდება გადაადგილება რაც შეეხება საპოლიციო ძალები მობილიზებას ეს ჩვეულებრივ აქციიდან გამომდინარეა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება თუ არ იქნება კანონდარღვევა იქნება მშვიდი ვითარება.

რაც შეეხება დადგენილ რეგულაციებს, როდესაც რეგულაციები ძალაში შევა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

ველოდებით მოვლენების განვითარებას და თუ არ იქნება სამართალდამცველების პროვოცირება ვდგევართ და ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს" - აცხადებს კონსტანტინე ანანიაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში