შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს

08 ნოემბერი 2020, 22:48 951 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე დგას მძაფრი სუნი. ასევე ისმის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამაფრთხილებელი მოწოდება აქციის მონაწილეების მიმართ, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთცმხვევაში გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ნორმა მართლწესრიგის აღსადგენად.

ამ წუთებში ცესკოსთან ოპოზიციის ლიდერები მიემართებიან, სადაც ისინი განცხადებებს გააკეთებენ და აქციის მონაწილეებს სამომავლო გეგმებს გააცნობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში