"შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები" - ირაკლი კობახიძე

09 ნოემბერი 2020, 01:16 979 ნახვა

შტურმის მოთავენი არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფის წევრები. ვაფრთხილებთ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს, - ამის შსახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან კრიმინალად მოიხსენა ნიკანორ მელია და აღნიშნა, რომ იგი კანონის წინაშე მკაცრად აგებს პასუხს.

„ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბოლომდე იქნება მიყვანილი. ამჯერადაც, შტურმის მოთავენი არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფის წევრები. ვაფრთხილებთ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში