დღეიდან შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება 

09 ნოემბერი 2020, 10:12 1044 ნახვა

დღეიდან დიდ ქალაქებში თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში, იკრძალება ტრანსპორტისა და მოქალაქეების გადაადგილება 22 საათიდან დილის 5 საათამდე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ გავრცელდება: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის  სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე.

დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, 9 ნოემბრიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2 000 ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 ათას ლარიანი. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში