გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვის მიღება მოქალაქეებს 144-1-ზე დარეკვის შემთხვევაში შეეძლებათ, რომელიც დღეს 18:00-დან ამოქმედდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მოქალაქეებს დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მთავრობის ცხელ ხაზზე 144-ის მეშვეობით, ასევე გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მოქალაქეებს შეეძლებათ ღამის 22:00 საათის შემდეგ, გადაადგილებისთვის ერთჯერადი დროებითი საშვის მიღება 144-1-ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს 18:00-დან"-განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.