ვირუსის გავრცელების შესაკავებლად მობილობის დაგდება აუცილებელია - გამყრელიძე

09 ნოემბერი 2020, 14:40 1224 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მობილობის დაგდება, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, აუცილებელი პირობაა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით მათი მთავარი ამოცანაა, რომ არ გაჩერდეს ეკონომიკა და პანდემიიდან ნაკლები ზიანით გამოვიდეთ.

"გადაადგილების შეზღუდვა ეს არის ერთ-ერთი გზა მობილობის დაგდებისკენ, ეს არის აქსიომა კოვიდის პანდემიასთან ბრძოლის , რაც ნაკლებია მობილობა, გავრცელებაც ნაკლებია. ჩვენ როცა გაზაფხულზე დავაგდეთ მობილობა ამან მოგვცა ის, რომ პირველი დიდი ტალღა არ გადავიარეთ. სამწუხაროდ დღეს ყველა ქვეყანა აკეთებს წერტილოვან საკმაოდ სერიოზულ შეზღუდვებს, მასშტაბური ლოკდაუნი არავის არ ააქვს. ეკონომიკის გაჩერება დღეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე, ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად, უნდა გავაკეთოდ ის, რომ ერთის მხრივ არ გავაჩეროთ ეკონომიკური საქმიანობა, არ გავაჩეროთ სწავლა, დისტანციურზე უნდა გადავიდეს სკოლები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უკვე დამკვიდრდა, რომ ყველაზე გვიან იკეტება და ადრე იხსნება სასწავლებლები, იმიტომ, რომ არ შეიძლება კორონას პანდემიის თაობა იყოს გაუნათლებელი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ერთის მხრივ არ გავაჩეროთ ეკონომიკა და მეორეს მხრივ ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, ანუ ვმართოთ პანდემია"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში