ქუთაისში, სამოქალაქო აქტივისტებმა ანტიძალადობრივი აქცია გამართეს

09 ნოემბერი 2020, 19:47 1155 ნახვა

ქუთაისში, მოქალაქეები ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა თბილისში, 8 ნოემბერს, მომიტინგეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება და მომხდარი დაპირისპირება გააპროტესტეს.

სამოქალაქო აქტივისტები აქციაზე ქოლგებით მივიდნენ. მათი თქმით, ქოლგა სიმბოლურად სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიაა, რომელიც მოქალაქეებს წყლის ჭავლისგან იცავს.

აქციას პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები შეუერთდნენ.

"სახელმწიფოს არ აქვს არანაირი უფლება გამოიყენოს დემოსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა, რასაც ხშირი სახე აქვს ბოლო პერიოდში. მსგავსი რამ მოხდა გუშინ. მოვაწყვეთ პერფორმანსი, რომლის სიმბოლოც არის ქოლგა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და ამ ფაქტის საპირისპიროდ გავშალეთ ქოლგები, რადგან წყლისგან გვიცავს ქოლგა და ეს ქოლგა არის სამართლიანი არჩევნები, პროტესტი და სხვა ფუნდმანტური ღირებულებები", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში