ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი 22:00 საათიდან დაწესებულ შეზღუდვებზე დამორჩილებას არ აპირებს

09 ნოემბერი 2020, 21:20 1078 ნახვა

ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ დაემორჩილება და ღამე პარლამენტთან დარჩება. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

იმ ლიდერებს შორის, რომლებიც  ახალ რეგულაციაზე დამორჩიელბას არ აპირებს არიან: ნიკა მელია, გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და სხვები.

"ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ დარჩეთ. მე ბუნებრივია, დავრჩები აქ მეგობრებთან ერთად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დარჩეთ. თუ არ დარჩებით, ამით თქვენ ჩვენც შეგვიმსუბუქებთ ცხოვრებას, რადგან საკმარისად დავრჩებით, ახალგაზრდები რჩებიან, ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბებიები, ბაბუები, ბიძები და უფროსი თაობის წარმომადგენლებიც უნდა დარჩეთ. ძალიან უხერხული ასახსნელია, მაგრამ მოცემულობა ისეთი შემქნა ამ რეჟიმმა, რომ ჭკუით უნდა ვებრძოლოთ, პრაგმატულები უნდა ვიყოთ. არ მინდა, განა არ შემიძლია, რომ გთხოვოთ, დარჩით და აქ იყავით, დარწმუნებული ვარ, ყველა დარჩებით, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხიც არის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში