ხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც გადაადგილების შეზღუდვის რეგულაციას არღვევენ და მათ 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ - შსს

09 ნოემბერი 2020, 23:17 1117 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში  აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ ხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც არღვევენ დადგენილ რეგულაციებს. მათივე განმარტებით, მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000-ლარიანი ჯარიმის სახით.

„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670 დადგენილებით, ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში აიკრძალა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულ ქმედებას და იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ფიზიკური პირებისათვის, ხოლო 10 000 ლარით იურიდიული პირებისათვის.

შესაბამისად, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000-ლარიანი ჯარიმის სახით“, – აცხადებენ შსს-ში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში