აჭარაში კორონავირუსის 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

10 ნოემბერი 2020, 11:05 1222 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 4 პაციენტი:

"რესპუბლიკურ საავადმყოფოში 83 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 20.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპ. დისტრეს სინდრომი. გულის ქრ. უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 68 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 20.10.2020.დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპ.დისტრეს სინდრომი. გულის ქრ. უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 83 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 16.10.2020.დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპ.დისტრეს სინდრომი. გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტ. ჰიპერტენზია, გულის ქრ. უკმარისობა.

ბათუმის სამედიცინო ცენტრი 77 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 25.10.2020.დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, ორმხრივი პნევმონია,სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მიოკარდიუმის წინა კედლის მწვავე, ტრანსმურული ინფარქტი, ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია, ინსულინდამოკიდებული, შაქრიანი დიაბეტი"-აცხადებენ სამინისტროში.

დღეს გამოვლენილი 2 970 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით გადანაწილება ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა, აჭარაში - 653, იმერეთში - 463, ქვემო ქართლში - 90, შიდა ქართლში - 105, გურიაში - 67, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 202, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 93, სამცხე-ჯავახეთში - 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24.

ამ ეტაპზე 4 709 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 732. რეგიონში 109 მძიმე პაციენტია. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 60.

რეგიონის კოვიდ-სასტუმროში 1 542 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაციაში რჩება 37 303 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 325 ადამიანი, აჭარაში - 15 021. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში