ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ქუჩის ერთ ზოლში შეიზღუდა

10 ნოემბერი 2020, 11:52 1038 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში, ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის წრიულამდე არსებულ მონაკვეთში მიმდინარეობს წყალარინების ,,E" კოლექტორის მოწყობა.

მიმდინარე სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ქუჩის ერთ ზოლში შეზღუდულია. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ორმხრივი მოძრაობა შესაძლებელია ქუჩის მეორე ზოლში. სამუშაოები მონაკვეთების მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყო და ამ დროისთვის პარალელურად სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს. შესაბამისად, ერთდროულად სამი ჯგუფი მუშაობს.

კოლექტორის მშენებლობა 2021 წლის მაისისთვის უნდა დასრულდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში