ცესკოში შესული 1941 საჩივრიდან პროცედურების დარღვევის გამო 1027 განუხილველი დარჩა

10 ნოემბერი 2020, 13:12 999 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო-საარჩევნო კომისიებში სულ შევიდა 1941 საჩივარი, აქედან საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს 1272, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 564.

მათივე განცხადებით, კენჭისყრის დღეს დაწერილი საჩივრების უმეტესობა პროცედურული ხასიათის იყო, ხოლო შემდგომ დღეებში დაწერილი, საუბნო-საარჩვენო კომისიების შედეგებსა და შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

"საჩივრების უმეტესობა საოლქო-საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ დაწერილი 901 საჩივარი დარჩა განუხილველი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრებიდან 126.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებიდან განსხვავებული აზრი წარმოდგენილი იყო მხოლოდ 4 შემთვევაში, მცირე გამონაკლისის გარდა შემაჯამებელ ოქმებზე ფიქსირდება უბანზე მყოფი ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა.

საუბნო-საარჩევნო კომისიის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჩივრების წარდგენის პროცედურისა და დარღვევის გამო განუხილველად დატოვების შემთხვევებში საოლქო-საარჩევნო კომისიები უთითებდნენ ოქმების სისწორეზე, რათა მონაცემების სისწორე არ დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ.

სულ საოლქო-საარჩევნო კომისიებმა გადაითვალეს 39 უბანი აქედან 6 საკუთარი ინიციატივით, 14 განცხადება საჩივრის საფუძველზე, 19 შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით. ჯამში გადათვლის პროცედურა შეეხო 24 500 ამომრჩეველს. აღსანიშნავია, რომ უმეტესი უბნის შემთხვევაში მონაცემები დარჩა უცვლელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი დაზუსტდა და შეიცვალა საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. 

სააპელაციო სასამართლოებში ამ დრომდე მიმდინარეობს საქმეთა განხილვა"-განაცხადეს ცესკოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში