საქართველო-ჩრ.მაკედონიის მატჩის მსაჯები ინგლისელები იქნებიან

10 ნოემბერი 2020, 14:38 1250 ნახვა

ევრო 2020-ის ფლეი ოფის ფინალში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, მთავარი მსაჯის, გამოცდილი ენტონი ტეილორის ხელმძღვანელობით.

42 წლის ტეილორი ინგლისის პრემიერლიგაში ერთი-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.

ენტონი ტეილორს ევროპულ საკლუბო ტურნირებზეც ხშირად მნიშვნელოვანი თამაშების განსჯას ავალებენ.  მას მატჩის განსჯაში ვიდეორეფერიც დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ შეხვედრაში 12 ნოემბერს "დინამო არენაზე " ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს მიიღებს.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში