აქციის მონაწილეთა სასასამართლო პროცესი

10 ნოემბერი 2020, 20:05 716 ნახვა

თბილისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების საქმეს საქალაქო სასამართლო იხილავს. ჩატარდა ლექსო მაჭავარიანის პროცესი, მოსამართლემ კი გადაწყვეტილება ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის შესახებ უნდა მიიღოს. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დაკავებულების ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მოსამართლემ პოლიციას დაავალა წარმოადგინოს ფაქტები იმის შესახებ, ოდესმე, აქტივისტებს გამოუყენებიათ თუ არა შეშა, როგორც დანაშაულის იარაღი. მარიკაშვილის თქმითვე, ლექსო მაჭავარიანი სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა პარლამენტთან აქციის მონაწილეებისთვის შეშა უნდა შეეტანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში