საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი

11 ნოემბერი 2020, 11:02 1053 ნახვა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 421 პირი.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა განაცხადა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

''გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 421 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 49 811-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 14, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 3, კახეთში - 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 566 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 911 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში - 476, იმერეთში - 469, ქვემო ქართლში - 201, შიდა ქართლში - 134, გურიაში - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25'' - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. 

ამ ეტაპზე ქვეყანაში  632 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი არის 308 პირი. საკარანტინე სივრცეში რჩება 2 656 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 39 721 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში