სომხეთის პარლამენტის სპიკერზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს

11 ნოემბერი 2020, 11:47 892 ნახვა

სომხეთის დედაქალაქში მომხდარი არეულობების შემდეგ 6 ადამიანი დააკავეს.  სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა განაცხადა. დაკავებულები სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების მიტაცების  შესახებ  საჯარო მოწოდებების გაკეთების ფაქტებზე არიან ბრალდებულები. არეულობა ერევანში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ. ერევნის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები მთავრობის სახლსა და პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. მათი ნაწილი ფიზიკურად გაუსწორდა პარლამენტის სპიკერს არარატ მირზოიანს, რომელიც, სხვადასხვა დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში