საქართველოს ნაკრების ლიდერებს კორონავირუსი დაუდასტურდა

11 ნოემბერი 2020, 15:49 1585 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართველი გულშემატკივრისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.

ოფიციალური ცნობით, კორონავირუსი ნაკრების ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას დაუდასტურდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებში 5 შეხვედრა გამართა და დაამტკიცა, რომ მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

რაც შეეხება ლევან შენგელიას "კონიასპირის" ფეხბურთელმა შემოდგომაზე შეხვედრა ჩაატარა და შეტევებს ხშირად ამწვავებდა. ვლადიმირ ვაისი მატჩისთვის მზადებას 27 ფეხბურთელით განაგრძობს.

საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ დიდი დანაკლისით მიუწევს თამაში.

ტრამვების გამო ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილიც ვერ ეხმარებიან.

ისტორიულ შეხვედრაში ხვალ საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე"  ჩრ.მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში