ერევანში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და ფაშინიანის გადაყენებას მოითხოვენ

11 ნოემბერი 2020, 17:39 796 ნახვა

ერევანში საპროტესტო აქციის  რამდენიმე ათასმა მონაწილემ სომხეთის მთავრობის რეზიდენციიდან პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა. მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სესიის მოწვევას  და პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადაყენებას  მოითხოვენ. 

აქციის მონაწილეები ფაშინიანს გადადგომისკენ  მოუწოდებენ. მათ ბაგრამიანის ცენტრალური გამზირის ნაწილი გადაკეტეს.  17 ოპოზიციური პარტიის  მიერ ორგანიზებული საპროტესტო მიტინგი თავისუფლების მოედანზე დაიწყო. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. 129 ადამიანი დააკავეს.  მათ შორის ოპოზიციის ლიდერი გაგიკ წარუკიანია. ერევანში საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. 

დემონსტრაციაში მონაწილე პარტიების ნაწილი სომხეთის პრეზიდენტს მიმართავს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში