"აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიული განვითარებისა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია" - სალომე ზურაბიშვილი

11 ნოემბერი 2020, 19:10 929 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მივესალმებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიული განვითარებისა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია“, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის დროს მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანსა და ილია მეორეს შეხვდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში