გიორგი მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ნოდარ რუხაძე კი, 1 500 ლარით დააჯარიმეს

12 ნოემბერი 2020, 00:34 1326 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტებს გიორგი მჟავანაძეს 3 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ნოდარ რუხაძეს 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ახალგაზრდები სამართალდამცველებმა 9 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციის მიმდინარეობის დროს დააკავეს და პოლიციის დაუმორჩილებლობა წაუყენეს ბრალად.

სამართალდამცავებმა ისინი მაშინ დააკავეს, როცა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, შეშის შეტანაც ცდილობდნენ. პოლიციამ დღევანდელ სასამართლოზე ნივთმტკიცების სახით, სასამართლოს 3 ნაჭერი შეშაც წარუდგინა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობდა, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა "სირცხვილიას" დაკავებულ აქტივისტს, ლექსო მაჭავარიანს 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში