ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მივყვებით - გიორგი გახარია

12 ნოემბერი 2020, 10:15 1394 ნახვა

პრემიერის განცხადებით, საქართველო წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მიჰყვება. გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჯანდაცვის სისტემა ამოუწურავი არ არის. მისივე თქმით, ჯანდაცვის სერვისები პირველ რიგში უნდა მოხმარდეს ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს.

"მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება. ჩვენ ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მივყვებით და გავაგრძელებთ ამ გზას, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა ამოუწურავი არ არის. ჯანდაცვის მომსახურება და სერვისები უნდა მოხმარდეს პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენს ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს.

ბინაზე, კოვიდ სასტუმროებში მართვა ის ძირითადი გამოსავალია, რომ დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას.

პოსტ კრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშნელოვანი, რაც ჩვენს ეკონომიკას უნდა შევუნარჩუნოთ "-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში