აჭარაში კორონავირუსის 502 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი

12 ნოემბერი 2020, 11:10 1371 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 502 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი ასაკი 62-დან 78 წლამდეა. უწყების ცნობით, ხუთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სამი ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ორი კლინიკა „მედცენტრში“, ერთი კი ბათუმის საერთშორისო ჰოსპიტალში.

ამ ეტაპზე რეგიონის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს 801 მოქალაქე,  აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 90.

აჭარაში, კოვიდ-სასტუმროში რჩება 1 560 ადამიანი. ​საკარანტინე სივრცეში  კი 1 307 პირი.

საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 40 475 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 726 ადამიანი, აჭარაში - 16 997.

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში