სომხეთის ოპოზიციამ პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევა ვერ შეძლო

12 ნოემბერი 2020, 10:31 766 ნახვა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციის გამართვა დღესაც იგეგმება.  გუშინ 17 ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. სამართალდამცავებმა აქციის დროს 129  ადამიანი დააკავეს.

სომხეთის ოპოზიციურმა ძალებმა ნიკოლ ფაშინიანის გადაყენების მიზნით, პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევა ვერ შეძლეს. დეპუტატებს კვორუმისთვის სამი ხმა დააკლდათ. 

ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში