საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა დადასტურდა

13 ნოემბერი 2020, 11:01 1165 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის  3 473 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი. მათ შორის თბილისში - 13, აჭარაში - 10, იმერეთში - 8, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში - 2, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 636 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა - 448, იმერეთი - 513, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 175, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 98, მცხეთა-მთიანეთი - 119, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გამოჯანმრთელდა 3 342 პაციენტი.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 981.  4 957 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. საკარანტინე სივრცეშია  2 447 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 41 958 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში