ევროკავშირმა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების დასახმარებლად მილიონი ევრო გამოყო

13 ნოემბერი 2020, 10:35 767 ნახვა

ევროკავშირი მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს. მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების დასახმარებლად მილიონი ევროს ღირებულების დახმარებაა გამოყოფილი. პარალელურად  ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვან.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები სამი დღის წინ შეწყდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერმა,  რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მთიანი ყარაბაღის სიახლოვეს მდებარე შვიდი რაიონი აზერბაიჯანს გადაეცემა, ხოლო ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელ დერეფანს რუსი სამხედროები გააკონტროლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში