ტენდერი საახალწლო გარეგანათებებისთვის

13 ნოემბერი 2020, 14:53 1942 ნახვა

საახალწლო განათებების შესაძენად და ქუჩების მოსართავად ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ღირებულება 500 ათასი ლარია. მასში გათვალისწინებულია ახალი განათებების შეძენაც. 

წელს ბათუმში სულ 17 ქუჩის განათებაა დაგეგმილი. მათ შორის განათდება ქალაქის შემოსასვლელი ქუჩები და შენობების ფასადები. 

ახლადშემოერთებული ტერიტორიების და გარეუბნების განათება წელსაც არაა გათვალისწინებული.   ტენდერი 27 ნოემბერს უნდა დასრულდეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში