მთიან ყარაბაღში კომენდანტის საათი გამოცხადდა

13 ნოემბერი 2020, 14:04 1092 ნახვა

კომენდანტის საათის რეჟიმი დაწესდა ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადადის. იგი უკვე ამოქმედდა ქალაქ შუშასა და ჰადრუტის დასახლებაში.

აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესაბამისად პოლიციის  განყოფილებები დროებითი კომენდანტურების სახით თითოეულ რაიონში განსაკუთრებულ მმართველობას განახორციელებენ. მთიანი ყარაბაღის სოფლების ნაწილიდან, რომელიც სამმხრივი შეთანხმების თანახმად აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნდეს, უკვე ტოვებს სომხური ეროვნების მოსახლეობა. 

ზოგიერთი მათგანი  სახლებს ცეცხლსაც კი უკიდებს, რათა აზერბაიჯანელების ხელში არ აღმოჩნდეს.  რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს ქალბაჯარის რეგიონი 15 ნოემბრამდე უნდა გადასცეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში