ჰილარი კლინტონი დიდ პოლიტიკაში ბრუნდება

13 ნოემბერი 2020, 13:07 1275 ნახვა

აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობის დაკავებას სთავაზობენ.  ამის შესახებ  ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბში განაცხადეს.

ბაიდენის მომხრეები მიიჩნევენ, რომ კლინტონის დანიშვნით გაერო-ს ავტორიტეტი გამყარდება. ამერიკული და საერთაშორისო მედიის პროგნოზით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატი“ ჯო ბაიდენი იმარჯვებს.

ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მარცხს ჯერ არ აღიარებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში