ბათუმში კოვიდკლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილების დეფიციტია

13 ნოემბერი 2020, 17:29 985 ნახვა

აჭარის კოვიდ კლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში  ადგილების დეფიციტია.  კლინიკა „მედალფაში“  სადაც სრული რეანიმაციული განყოფილება არ აქვთ  ამბობენ, რომ  4 მძიმე პაციენტი სხვა  კლინიკებში  უადგილობის გამო ვერ გადაჰყავთ.  აცხადებენ, რომ  რეანიმაციული განყოფილებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა  აქვთ, თუმცა  რეანიმაციის გასახსნელად  არასაკმარისია ადამიანური რესურსი. სამედიცინო დაწესებულება მედიკოსების დამატებას არა კოვიდ კლინიკებიდან  ცდილობს, უახლოეს დღეებში კი  ათ საწოლიანი რეანიმაციული განყოფილების გახსნას აანონსებენ. მიუხედავად ამისა,   მედალფში ირწმუნებიან, რომ მძიმე პაციენტებს ამ ეტაპზე სათანადო  დახმარებას უწევენ. რაც შეეხება  ეპიდ ვითარებას, დღეს აჭარაში   კორონავირუსი 448  ადამიანს  დაუდგინდა, 347 კი გამოჯანმრთელდა. 10  ინფიცირებული გარდაიცვალა, მათ შორის 32 წლის ქალი, რომელსაც თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა. საქართველოს მასშტაბით დღეს კოვიდ 19-ის 3 473 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში