საქართველოში კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა

14 ნოემბერი 2020, 11:05 1448 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის  3 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი, მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 7, იმერეთში - 10, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 2, კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 669 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 504 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა, აჭარა - 603, იმერეთი - 619, ქვემო ქართლი - 122, შიდა ქართლი - 140, გურია - 94, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 397, კახეთი - 102, მცხეთა-მთიანეთი - 97, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გამოჯანმრთელდა 3 163 პაციენტი.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289.  5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. საკარანტინე სივრცეშია  2 425 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 43 263 ადამიანი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში