პაციენტის ახლობლები კლინიკას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

14 ნოემბერი 2020, 12:15 13297 ნახვა

ხმაური იყო ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში. პაციენტის ოჯახის წევრები და ახლობლები სამედიცინო დაწესებულებას უყურადღებობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს.  ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ  შვილი 4 ნოემბერს  კლინიკაში თავის  ტვინის  სისხლძარღვების ანევრიზმით შეიყვანეს,  ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციაც.

ამბობენ, რომ  ექიმებმა  ჯერ დააიმედეს კიდეც, თუმცა მოგვიანებით   უთხრეს,  რომ პაციენტის ჯანმრთელობა გაუარესდა.  ამის შემდეგ პაციენტის ოჯახის წევრები ითხოვდნენ ხათუნა ბერიძის თბილისში გადაყვანას, რადგან  კლინიკის მიმართ გაუჩნდათ უნდობლობა.

აცხადებენ, რომ პრობლემა შეუქმნეს რეანიმობილის გამოძახებასთან დაკავშირებით, რომელიც  ბერიძის ოჯახის წევრების მტკიცებით მედიის გამოჩენის შემდეგ გამოიძახეს და კატასტროფის ბრიგადა მალევე მივიდა კლინიკაში. კლინიკაში ამ დრომდე   ოჯახის პრეტენზიებს არ გამოხმაურებიან. არ პასუხობენ ჩვენს სატელეფონო ზარებსაც.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში