''შემოდგომის ერთა თასი“ - ბორჯღალოსნები ინგლისის წინააღმდეგ

14 ნოემბერი 2020, 13:02 1090 ნახვა

„შემოდგომის ერთა თასის“ პირველ ტურში დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების შემადგენლობაში მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შოტლანდიის გუნდთან გამართული ტესტ - მატჩისგან განსხვავებით, შემადგენლობაში რვა ცვლილება შეიტანა. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ახალგაზრდა მორაგბე სანდრო სვანიძეს ექნება.  

სასტარტო შემადგენლობაში თამაშს აკაკი ტაბუცაძე  დაიწყებს, რომელმაც ბოლო სამ სანაკრებო შეხვედრაში ექვსი ლელოს დადება მოახერხა. საქართველოს ნაკრები 8 ერის ჩემპიონატში პირველად მონაწილეობს, ისტორიული გადაწყვეტილება  შემოდგომის ერთა თასის 2020 წლის გათამაშებაში ბოლოს მიიღეს, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიამ ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ბორჯღალოსნები ''ა'' ჯგუფში ასპარეზობენ, სადაც ჩვენი მეტოქეები ინგლისის, ირლანდიის და უელსის ნაკრებები იქნებიან. საქართველოსა და ინგლისის გუნდებს შორის შეხვედრა დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში