პროტესტის ფონზე მიღებული შემაჯამებელი ოქმი -უსკო-ს ხმაურიანი სხდომა

14 ნოემბერი 2020, 18:15 967 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები უსკოსთან მივიდნენ სადაც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება გააპროტესტეს. შენობის ფასადზე გააკრეს სხვადასხვა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების ასლები, ეზოში კი წარწერები დატოვეს.

იძულებითი შესვენების, სიტყვიერი  დაპირისპირებისა და    ხმაურის ფონზე მიიღო  საბოლოოდ უსკოს ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა შემაჯამებელ შედეგებსაც, რომლის მიხედვითაც მეორე ტურში ერთმანეთს ორი პოლიტიკური სუბიექტი ,,ქართული ოცნება“  და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაუპირისპირდებიან. 

ამ ნაწილში ოპოზიციის გადაწყვეტილება უცვლელია - მანდატებზე ისევ უარს ამბობენ.  რა იცვლება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამ პოზიციით, რას ამბობს ამ შემთხვევაში კანონი?

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში