საქართველოში კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა

14 ნოემბერი 2020, 18:00 886 ნახვა

აჭარაში 38   წლის კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა ,  ჯანდაცვის სამინისტროში თავდაპირველად  განაცხადეს რომ გარდაცვლილი  32 წლის იყო , მოგვიანებით დააზუსტეს, რომ ასაკთან დაკავშირებით ინფორმაცია  შეცდომით მიაწოდეს მედიას.   უწყების  ინფორმაციით  ქალს  შაქრიანი დიაბეტი  ჰქონდა,   ასევე იყო ინსულინდამოკიდებული. იგი  და ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

ბოლო 24 საათში  ქვეყანაში სულ  33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, მათგან 7 აჭარაში.  რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს.  საქართველოში  ბოლო დღეღამეში კოვიდ 19  3 504  ადამიანს დაუდგინდა, მათ შორის ყველაზე მეტი, 1 232 შემთხვევა თბილისში  გამოვლინდა , რაოდენობის თვალსაზრისით მეორე ადგილზე იმერეთია, აჭარაში  კი  603 ახალი შემთხვევაა.   ამავე პერიოდში რეგიონში  300 მდე  ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში