მერაბიშვილის საქმე

18 ოქტომბერი 2016, 00:00 3385 ნახვა

სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. თეა წულუკიანის განცხადებით, მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალაში არ შევა და საქმის განხილვა თავიდან დაიწყება. შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს  მიერ  გამოტანილი წინა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საქმე ფარცხალაძის ეპიზოდსა და მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ეხება. ფაქტს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ადვოკატი ოთარ კახიძე გამოეხმაურა.

ამავე კატეგორიაში