მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო  

15 ნოემბერი 2020, 12:00 1357 ნახვა

ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. სპექტაკლები ,თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში დაიდგმება. მათი ჩვენება კი მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში იქნება შესაძლებელი. ქართველი და უცხოელი დრამატურგების მონოპიესები ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატულ თეატრში, ახალ სცენასა და ალტერნატიულ სივრცეებში იდგმება.  

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე  წელს სპექტაკლებს მაყურებელი ვერ დაესწრება. გადაღებას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია უზრუნველყოფს. მონოდრამები  მაუწყებლის ვებგვერდსა და  ბათუმის მონოდრამის ფესტივალის ფეისბუქ- გვერდზე განთავსდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში