32-ე ბატალიონმა ავღანეთში ნატოს მისიისთვის მომზადება დაასრულა

15 ნოემბერი 2020, 15:10 1361 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების 32-ე ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა მომზადება დაასრულა. ქვედანაყოფმა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ასეულის დონის კორდონისა და ჩხრეკის  ოპერაცია ჩაატარა.ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში  გადიოდნენ, სადაც მათი საბოლოო შეფასება ხდებოდა.

აღნიშნული წვრთნები კი, საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობა 600-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. დღემდე გადასროლისწინა პროგრამის ფარგლებში შესაბამისი წვრთნა, დაახლოებით 18 000 ქართველმა სამხედრომ გაიარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში