პრეტენზიები მედიკოსების მიმართ

15 ნოემბერი 2020, 18:06 1275 ნახვა

ერთ-ერთი პაციენტის ოჯახი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს  გულგრილობაში ადანაშაულებს. ლელა მამედოვა  აცხადებს, რომ მისი მამა 13 დღის განმავლობაში  იწვა კლინიკაში, სადაც   მისი თქმით  შესაბამის ყურადღებას არ აქცევდნენ და კაცის მდგომარეობა გაუარესდა.

აღსანიშნავია, რო ამ ეტაპზე პაციენტს კოვიდინფექცია აღარ აქვს და  ფილტვების ანთების გამო   კლინიკიდან გაწერის შემდეგ  ოჯახის ექიმის რეკომენდაციით  მკურნალობს. საკითხთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პირად საუბარში კი ბრალდება უარყვეს და თქვეს, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, აღარ იყო კოვიდდადებითი და კლინიკიდან  ამის შემდეგ გაწერეს.

გულგრილობასა და არასათანადო მოპყრობის ბრალდება მათი თქმით  უსაფუძვლოა, რადგან პაციენტს მისთვის აუცილებელი  ყველა სათანადო მომსახურება გაეწია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში