ანტისამთავრობო აქცია ბელარუსში

15 ნოემბერი 2020, 18:05 1727 ნახვა

მინსკში მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა პუშკინის მეტროსთან დაიწყო. ასევე, მინსკში მთელი დღეა შეზღუდულია ინტერნეტის მიწოდება და არ მუშაობს რამდენიმე მეტროსადგური. დემონსტრანტები დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ადგილას არიან შეკრებილები.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია და მათი მომხრეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში