კორონავირუსი 25 დღის ჩვილმა დაამარცხა

16 ნოემბერი 2020, 12:07 1234 ნახვა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი 25 დღის ჩვილმა დაამარცხა. მცირეწლოვანი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა.

მისი მკურნალი ექიმის ვასილ გოდუაძის თქმით, პაციენტი კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

"25 დღის პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა. ჩვილი 10 დღის წინ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შემოიყვანეს, პისიარ კვლევის შედეგად დაუდგინდა კორინავირუსი. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, პაციენტი ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა და გავწერეთ ბინაზე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით", - აღნიშნა გოდუაძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდინფექციით 75 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 კრიტიკულად მძიმე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში