ამოქმედდა პორტალი, სადაც მოქალაქეები საკუთარი ოჯახის ექიმის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეძლებენ

16 ნოემბერი 2020, 15:10 7277 ნახვა

ამოქმედდა პორტალი, სადაც მოქალაქეები საკუთარი ოჯახის ექიმის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეძლებენ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირადი ნომერის მითითების შემდეგ ადამიანები ნახავენ, რომელ პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიან ისინი მიმაგრებული და ასევე გაიგებენ ოჯახის ექიმის სახელს გვარს. 

''იქვე მითითებული იქნება ცენტრის საკონტაქტო ნომერიც და მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გამოსწორება, ასევე ჩვენი გეგმა არის მომსახურების გაფართოება და მოქნილობა. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს. პაციენტებს, რომლებსაც უკიდურესად ესაჭიროებათ სასწრაფო დახმარების მომსახურება ექნება ნაკლები ლოდინის დრო და  შესაბამისად ამ კომპონენტში გავხდებით უფრო ეფექტურები'' - განაცხადა მინისტრმა. 

ოჯახის ექიმის შესახებ ინფორმაციის გასაგებად გადადით ლინკზე: http://ambulatoria.moh.gov.ge/

აღნიშნულ ბაზაში არ არიან პირები, რომლებსაც კერძო დაზღვევა აქვთ. 

თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს. 

თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში