თურქეთი აზერბაიჯანში სამხედროებს აგზავნის

16 ნოემბერი 2020, 17:36 1240 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა თურქი სამხედროების აზერბაიჯანში გაგზავნის შესახებ  განკარგულება  ქვეყნის პარლამენტში გადააგზავნა. თურქი სამხედროები მთიან ყარაბაღში თურქეთ-რუსეთის ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის მიზნით  ჩაერთვებიან“-ნათქვამია დოკუმენტში. თურქეთის პარლამენტი აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნის საკითხს უახლოეს დღეებში  განიხილავს.  „ერთობლივი ცენტრის ადგილმდებარეობას აზერბაიჯანი განსაზღვრავს. ცენტრში განთავსდებიან სამხედროები და აუცილებლობის შემთხვევაში სამოქალაქო პირებიც. ცენტრის მუშაობის მიზანი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფა იქნება. თურქი სამხედროების გაგზავნა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, – ნათქვამია დოკუმენტში.მისიის შემადგენლობას და მისი მოქმედების ვადებს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განსაზღვრავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში