საქართველოში კორონავირუსის 3117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი

17 ნოემბერი 2020, 11:06 1338 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ისაუბრა. 

ქვეყანაში covid-19-ით კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის, თბილისში - 18, აჭარაში - 9, იმერეთში - 9, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 5, კახეთში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი.

''დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში - 469, იმერეთში - 302, ქვემო ქართლში - 259, შიდა ქართლში - 173, გურიაში - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 355, კახეთში - 117, მცხეთა-მთიანეთში - 86, სამცხე-ჯავახეთში - 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219. 5 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 630, აჭარაში - 911, იმერეთში - 1 142. მძიმე პაციენტი გვყავს 740, მათ შორის, თბილისში - 378, აჭარაში - 137, იმერეთში - 115. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 332 პირი, მათ შორის, თბილისში - 132, აჭარაში - 117, იმერეთში - 24. 3 351 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 607 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 222 - იმერეთში. 7 206 პირი მკურნალობს ბინაზე'' - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში