სასამართლო პროცესი გადაიდო

18 ოქტომბერი 2016, 00:00 2580 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის საქმის განხილვა 1 ნოემბრისთვის გადაიდო.  დაცვის მხარე ადვოკატის შეცვლას აპირებს. სხდომა ბრალდების მხარესთან შეთანხმების შემდეგ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სწორედ ამ მიზეზით გადადო.  საქმეში ორი პირია ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაეყენეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობით დაემუქრნენ. გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული ორიდან 5 წლამდე ან 7 დან 10 წლამდე პარტიმრობას ითვალისწინებს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში